• ჩვენ შესახებ
  • სიახლე
  • პოსტები
      • Back
      • ღონისძიებები
      • პროგრამები
      • განცხადებები
      • მომხმარებლის რესურსები
  • რესურსები
  • მომხმარებლები
  • კონტაქტი
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

მასწავლებელთა ონლაინ კონფერენცია

დეტალები
gender ge
ღონისძიებები
17 მარტი 2023
ნახვა: 65
14 მარტს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის მიზნით, მასწავლებელთა და სტუდენტთა ონლაინ კონფერენციას „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“ უმასპინძლა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო პროგრამის „ გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის”ფარგლებში, რომელიც ნაწილია პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ და ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women Georgia და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR).
 კონფერენციის ვიდეო ჩანაწერი იხილეთ აქ.
fShare

საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისათვის

დეტალები
gender ge
პროგრამები
23 თებერვალი 2023
ნახვა: 97

USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილე ახალგაზრდებისთვის ცხადდება, გენდერული თანასწორობის მიმართულებით მცირე გრანტების კონკურსი.
🎯 მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ პროექტი, რომელიც საზოგადოების და კონკრეტული თემის საჭიროებებს ეხმიანება და რომელიც თანხვედრაში მოდის კონკურსის პრიორიტეტულ მიმართულებებთან.
🖇საგრანტო კონკურსის პირობები:
🔹 საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილე 14-29 წლის ახალგაზრდებს ან აქტივისტთა ჯგუფს საქართველოს 13 ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, დმანისი, გარდაბანი და მარნეული);

დაფინანსებული პროექტის განხორციელების დაწყება შესაძლებელია 2023 წლის 15 მარტიდან;

🔹 კონკრეტული პროექტის ხანგრძლივობა (საანგარიშო პერიოდის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს (3 თვე);

🔹 პროექტების შერჩევა და შეფასება მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ;

🔹 შესარჩევი კომისია განიხილავს მხოლოდ იმ განაცხადებს, რომლებიც მითითებულ ვადაში და თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში სრულად იქნება წარმოდგენილი.
 საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს. შესაძლებელია, აპლიკაციების განხილვის დროს, კომისიის წევრებმა აპლიკანტს შესთავაზონ წარმოდგენილ საკონკურსო პროგრამის აღწერაში და ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა.
განაცხადის ფორმა ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად უნდა შეივსოს ამ ბმულზე 

fShare

სოციალური სარეკლამო რგოლები გენდერული თანასწორობის შესახებ

დეტალები
საიტის ადმინისტრაცია
ვიდეო რესურსები
20 თებერვალი 2023
ნახვა: 125

🎥 პროექტის ფარგლებში „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ საქართველოს სამი სამიზნე რეგიონის (თბილისი, გურია, იმერეთი) მოსწავლეებმა გენდერული თანასწორობის შესახებ სოციალური სარეკლამო რგოლები მოამზადეს.კუნკურსის შედეგად შეირჩა 10 გამარჯვებული ვიდეო. ▶️ კონკურსი ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ⏺ აღნიშნული ვიდეო-რგოლები წარმოადგენს ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) პასუხისმგებლობას და, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მოსაზრებებს.

 

 

fShare

ვიდეორგოლების კონკურსში მონაწილე სკოლების დაჯილდოების ღონისძიება

დეტალები
gender ge
ღონისძიებები
11 იანვარი 2023
ნახვა: 136
  • გენდერი განათლებაში
2022 წლის 20 დეკემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა ჩაატარა ღონისძიება, სადაც ვიდეო-კონკურსში „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“ მონაწილე სკოლების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარმოდგენილ იქნა კონკურსში მონაწილე ერთ-ერთი ვიდეო-რგოლი.
აღნიშნული კონკურსის მიზანი იყო საგანმანათლებლო სისტემაში გენდერულად პასუხისმგებლიანი და სტერეოტიპებისგან თავისუფალი სწავლების დანერგვის ხელშეწყობა. პროექტის „გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის“ ფარგლებში საქართველოს 97-მა სკოლამ უკვე დაიწყო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და სტერეოტიპების აღმოფხვრის მიზნით მუშაობა მასწავლებელთა გადამზადებისა და მოსწავლეთა შორის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
ღონისძიების მასპინძლები იყვნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის მენეჯერი ლიკა სიდამონიძე, პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროგრამულმა დირექტორმა ნათია გორგაძემ.
კონკურსში „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“ გამარჯვებულ სკოლებს/მოსწავლეებს, საუკეთესო ვიდეო-რგოლების წარდგენისთვის სიმბოლურად ფოტოკამერები, სერტიფიკატები და სხვა სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცათ.
ღონისძიება ჩატარდა პროექტის „გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის” ფარგლებში, რომელსაც სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) ახორციელებს. პროექტი ნაწილია პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.
fShare

საგრანტო კონკურსი: ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა

დეტალები
gender ge
პროგრამები
11 იანვარი 2023
ნახვა: 128
  • სხვადასხვა

ქალთა ფონდი საქართველოში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა“, რომლის ფინანსური მხარდამჭერია გლობალური ალიანსი მწვანე და გენდერული ქმედებისთვის (Global Alliance for Green and Gender Action -GAGGA).

საგრანტო კონკურსის მიზანია სოციალურ და გარემოსდაცვით სამართლიანობაზე მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალთა არაფორმალური ჯგუფების წახალისება, თავიანთი ძალისხმევა მიმართონ ქალების მიერ ბუნებრივი რესურსების მართვაზე, უპასუხონ სოციალურ და გარემოსდაცვით გამოწვევებს, იქნება ეს კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნება, გარემოს დაბინძურება, ქიმიური უსაფრთხოება, ნარჩენების მართვა, ქალთა უფლება უსაფრთხო, სუფთა და ჯანმრთელ გარემოზე და სხვ.

პროექტების სავარაუდო თემები:

  • აღნიშნულ საკითხებზე საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება/ლობირება
  • ადვოკატირება, სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვა და ორგანიზება
  • გენდერულად მგრძნობიარე მიდგომების დანერგვა ჯგუფებში მწვანე საკითხების მიმართ
  • მწვანე საკითხების კვლევა ქალებთან მიმართებაში
  • გარემოსდაცვითი სამართლიანობის სფეროში მომუშავე ქალთა ორგანიზაციების და ჯგუფების შესაძლებლობების გაზრდა
  • ქალთა ჯგუფების და ორგანიზაციების ერთობლივი კამპანიების ორგანიზება მწვანე საკითხებზე

ქალთა ფონდი კონკურსის ფარგლებში მხარს დაუჭერს პროექტებს:

• რომლებსაც ახორციელებენ ქალები
• რომელთა პირდაპირი და საბოლოო ბენეფიციარები არიან ქალები

ქალთა ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს საქართველოს რეგიონებში მოქმედი ორგანიზაციების ინიციატივებს, ასევე გარემოსდაცვითი და ქალთა ორგანიზაციების კოალიციურ პროექტებს.

საგრანტო თანხა განსაზღვრულია 5000 ევროს ეკვივალენტი ლარში.

პროექტების ხანგრძლივობაა 8-დან 10 თვემდე. განსახილველი პროექტების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 27 იანვარი. საბოლოო გადაწყვეტილება დაფინანსების შესახებ ცნობილი გახდება 2023 წლის თებერვლის ბოლოს.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ.

fShare

საგანმანათლებლო კონფერენცია მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის

დეტალები
gender ge
ღონისძიებები
02 დეკემბერი 2022
ნახვა: 965

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აცხადებს თეზისებისა და სტატიების მიღებას  კონფერენციაში „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“ მონაწილეობისათვის. კონფერენცია ჩატარდება სრულად ონლაინ ფორმატში, ZOOM-პლატფორმის გამოყენებით.

კონფერენციის მიზანია:  გენდერულად პასუხისმგებლიან  და სტერეოტიპებისაგან თავისუფალ  სწავლებასთან მიმართებით გამოცდილებების, კვლევების, გამოწვევებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება  აკადემიურ სივრცეში, პედაგოგებსა და სტუდენტებს შორის.  აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს დისკუსიას განათლებაში გენდერის საკითხების ასახვასთან დაკავშირებით, გენდერული თანასწორობის, სტერეოტიპების დამარცხებასა და  გენდერული განსხვავებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცებას.  

გენდერული სტერეოტიპებისა და სუბიექტივიზმის აღმოფხვრისათვის განათლებაში მნიშვნელოვანია საზოგადოების მაღალი ცნობიერება, პოზიტიური დამოკიდებულება და სოლიდარობა, რაც გენდერული საკითხების სწორი რაკურსით გაანალიზებისა და საზოგადოების ინკლუზიური ხედვის განვითარებით არის შესაძლებელი. კონფერენციის ფარგლებში, კერძო და საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, წარმოდგინონ სტატია/მოხსნება/პოსტერი ან პოდკასტი კონფერენციაზე, რომელიც  განათლებაში გენდერული თანასწორობის საკითხებს გაუსვამს ხაზს.

კონფერენციის თემატიკა შეიძლება დაკავშირებული იყოს ქვემოთ მოცემულ კონკრეტულ ან მომიჯნავე და დაკავშირებულ საკითხებთან:

  • გენდერი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
  • გენდერი და სპორტი
  • გენდერული საკითხების განათლებაში ინტეგრირების თეორიული და მეთოდოლოგიური ასპექტები
  • გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული კვლევა განათლებაში
  • გენდერული საკითხები სასკოლო, საკლასო თუ მოსწავლის შეფასებასთან მიმართებით
  • გენდერი და სასკოლო გარემო
  • გენდერული პედაგოგიკის საფუძვლები
  • გენდერი და მრავალფეროვნება
  • გენდერული პერსპექტივების იკლუზია სწავლა-სწავლების პროცესში
  • საგანმანათლებლო ინსტიტუციების გენდერული პოლიტიკა
  • საზოგადოება და გენდერი
  • გენდერული სოციალიზაცია სასკოლო კონტექსტში
  • გენდერული ასპექტები მასწავლებლის განათლებასა და პროფესიული განვითარების მიმართულებებში
  • გენდერი და ენა
  • გენდერი და ტრადიციები
  • გენდერი, სქესი და სექსუალობა სასწავლო გეგმაში, სასწავლო პროგრამებში, სასკოლო სახელმძღვანელოებში
  • გენდერი და მოქალაქეობა
  • გენდერი და სკოლისგარეშე აქტივობები
  • გენდერული ასპექტები პროფესიული და კარიერული არჩევნის კონტექსტში
  • ეროვნული და ევროპული პოლიტიკა გენდერის, სქესისა და სექსუალობის განათლებასთან მიმართებით

მომზადებული სტატია/მოხსენება/პოსტერი/ პოდკასტი  უნდა გამოგვიგზავნოთ თანდართული ფაილის სახით (აუდიო ფაილი (MP3)/PDF ფორმატით, შრიფტის ზომა 11, ფონტი: Sylfaen, დაშორება: 1,15,) შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.,   Subject-ის ველში შემდეგი ტექსტის მითითებით: კონფერენცია „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“   მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის.

  • კონფერენცია გაიმართება 2023 წლის თებერვლის თვეში(დაზუსტებული თარიღი ეცნობებათ მონაწილეებს), ZOOM-პლატფორმის გამოყენებით.
  • მოხსენების/ სტატიის/პოსტერის/პოდკასტის გამოგზავნის ბოლო ვადა: 30 იანვარი, 2023.
  • საუკეთესო მოხსენებები/სტატიები/პოსტერები/პოდკასტები გამოქვეყნდება პორტალზე gender.ge
  • კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
  • 20 საუკეთესო სტატია/მოხსენება/პოსტერი დაიბეჭდება საკონფერენციო კრებულის სახით.

კონფერენცია ორგანიზებულია  პროგრამის ფარგლებში „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.  კონფერენცია ორგანიზებულია  პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ.

fShare

რადიო გადაცემა "ქალები ცვლილებებისათვის"

დეტალები
ელენე ჯაჯანიძე
ვიდეო რესურსები
16 ნოემბერი 2022
ნახვა: 204

 გადაცემა გადაცემათა ციკლიდან "ქალები გენდერული თანასწორობისთვის"

გადაცემას მასპინძლიბს სოფელ ქვემო ბოლნისის პირველი საჯარო სკოლი ქართული ენის პედაგოგი ქალბატონო ლალი ასლამაზაშვილი-დალაქიშვილი.

ის  გადაცემაში საუბრობს იმ მიღწევებზე, როლებიც პედაგოგიური გამოცდილების მანძილზე მიუღია, გენდერულ თანასწორობასა და ასევე ახალ გატაცებაზე, მხატვრობაზე,რომელიც კიდევ უფრო მრავალმხრივ საინტერესოს ხდის მის პიროვნებას. 

წყარო:Radio WW

გადაცემის ნახვა შეგიძლიათ აქ:

 

fShare

პროექტი "გენდერული მეინსტრიმინგი" სკოლა "ანაბასისში"

დეტალები
gender ge
ღონისძიებები
16 ნოემბერი 2022
ნახვა: 293

სკოლა "ანაბასისი" აქტიურად აგრძელებს პროგრამაში  "EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“  მონაწილეობას და  ღონისძიებების განხორციელებას.  სკოლამ ჩაატარა შიდასასკოლო კონფერენცია, რომელიც  სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა პროექტის "გენდერული მეინსტრიმინგისათვის" ფარგლებში დაგეგმეს. 

პროექტი მოიცავდა გენდერული თანასწორობისა და გენდერული სტერეოტიპების საკითხების განხილვასა და ამ საკითხების ინტეგრირებულ სწავლებას სხვადასხვა საგნის (ქართული, ისტორია და ხელოვნება) ფარგლებში. 

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ელექტრონულ ჟურნალ ეტალონში.  ვრცლად პროექტის შესახებ იხილეთ აქ.

 

fShare

ქალთა ფონდის საგრანტო კონკურსი

დეტალები
gender ge
პროგრამები
31 ოქტომბერი 2022
ნახვა: 251
  • გენდერი და ეკონომიკა, ბიზნესი და მეწარმეობა

„ქალთა ფონდი საქართველოში“ აცხადებს სათემო გრანტების კონკურსს გურიაში, რაჭაში, კახეთსა და იმერეთში არსებული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფებისთვის. საგრანტო პროგრამა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს ქალთა და ქვიარ თემის იმ ინიციატივებს, რომლებიც ემსახურება ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კერძოდ, პრიორიტეტული თემები იქნება: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, აუნაზღაურებელი შრომის ტვირთის შემსუბუქება, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წახალისება, გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების გაზრდა, შშმ ქალთა უფლებების რეალიზების ხელშეწყობა, მეწარმე ქალთა გაძლიერება, ომის გენდერული ასპექტები.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ საიტზე.

fShare

კონკურსი სოციალური რეკლამების შესაქმნელად

დეტალები
gender ge
პროგრამები
29 სექტემბერი 2022
ნახვა: 442
  • სხვადასხვა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აცხადებს კონკურსს სოციალური რეკლამის შექმნაზე პროექტში ჩართული სკოლებისთვის!

კონკურსის მიზანია: სოციალური რეკლამის სიუჟეტის და ვიდეორგოლების შექმნა, რომლებიც  განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, სტერეოტიპების დამარცხებასა და  გენდერული განსხვავებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.

გენდერული სტერეოტიპებისა და სუბიექტივიზმის აღმოფხვრისათვის განათლებაში, მნიშვნელოვანია საზოგადოების მაღალი ცნობიერება, პოზიტიური დამოკიდებულება და სოლიდარობა, რაც გენდერული საკითხების სწორი რაკურსით გაანალიზებისა და საზოგადოების ინკლუზიური ხედვის განვითარებით არის შესაძლებელი. კონკურსის ფარგლებში, პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის, მშობლებისა და ადგილობრივი თემების მხარდაჭერით საშუალება ეძლევათ, შექმნან სოციალური რეკლამა ნებისმიერ თემატიკაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს გაუსვამს ხაზს განათლებაში.

რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს, 4D ან რომელიმე  სხვა, ანალოგიურ ფორმატში.  კონკურსი ითვალისწინებს სარეკლამო რგოლის მომზადებას კონკრეტულ სიუჟეტზე და გადაღებას თუნდაც სამოყვარულო კამერის საშუალებით.

მომზადებული რეკლამა უნდა გამოგვიგზავნოთ თანდართული ფაილის სახით, რომლის მოცულობა არ აღემატება 5 გიგაბაიტს ან ბმულის საშუალებით.

კონკურსი ორგანიზებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ. პროექტი ხორციელდება  ევროკავშირის  ფინანსური მხარდაჭერით. 

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროექტში „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ჩართული სკოლების მოსწავლეებს და მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფებს (საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები).

სარეკლამო რგოლებს შეაფასებენ გენდერისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციის დამოუკიდებელი სპეციალისტები. შეფასების კრიტერიუმები მოიცავს რეკლამის სიუჟეტის და მისი მხატვრულად გადაწყვეტის ხერხების შეფასებას. პროექტის ფარგლებში გამოვლენილი 10 საუკეთესო რეკლამა მიიღებს ფულად ჯილდოს.

სარეკლამო რგოლის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 ოქტომბერი.

 

სარეკლამო რგოლის გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

fShare

თეა სამხარაძე - ისტორიისა და მოქალაქეობის მასწავლებელი

დეტალები
თეა სამხარაძე
პოსტები
29 სექტემბერი 2022
ნახვა: 282
fShare

კონკურსი სკოლის მასწავლებლებისთვის

დეტალები
gender ge
ღონისძიებები
23 სექტემბერი 2022
ნახვა: 609
  • სხვადასხვა

კონკურსი პედაგოგებისთვის -  „ალტერნატიული მასწავლებელი და სწავლების თანამედროვე მეთოდები" 

 მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი სკოლის პედაგოგებს  სთავაზობს კონკურსს:

 👉🏻 „ალტერნატიული მასწავლებელი და სწავლების თანამედროვე მეთოდები

▪️  პროექტის მიზანია:

✔️ განათლების თანამედროვე, ტრანსფორმაციული მეთოდების დანერგვა

✔️ მასწავლებელთა განვითარების ხელშეწყობა

✔️ ალტერნატიული სწავლების განვითარება

✔️ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ინტერაქციული კავშირის შექმნა.

▪️ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს.

📽 მონაწილეებს მოეთხოვებათ, გადაიღონ 5 – 7 წუთიანი ვიდეო, სადაც მოკლედ აღწერენ საგაკვეთილო ფორმატს, ისაუბრებენ მისი დაგეგმვისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებისთვის სასკოლო სწავლება გახდება მრავალფეროვანი, საინტერესო და აქტივობებით დატვირთული. (ვიდეოს ფორმატი შეზღუდული არ არის)

სარეგისტრაციო ლინკი

fShare

გვერდი 1 სულ 4

  • 1
  • 2
  • 3
  • 4
შემოგვიერთდით ფეისბუქზე

კატეგორიები (პოსტები)

  • ღონისძიებები
  • პროგრამები
  • განცხადებები
  • მომხმარებლის რესურსები
სეგმენტი

ავტორები

Cisanatabagari
Cisana tabagari

0 პოსტი

saurileila@gmail.com
ლეილა საური

0 პოსტი

veraodikadze@gmail.com
ვერა ოდიკაძე

0 პოსტი

ნანაიოალექსი
ნანა ბარბაქაძე

0 პოსტი

Sanmaria
ნინო შოვნაძე

0 პოსტი

ყველა ავტორი
  • როგორ ვისარგებლოთ
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • როგორ ვისარგებლოთ
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Copyright © 2022 CCIIR. Created by WEBIT