სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აცხადებს კონკურსს სოციალური რეკლამის შექმნაზე პროექტში ჩართული სკოლებისთვის!
კონკურსის მიზანია: სოციალური რეკლამის სიუჟეტის და ვიდეორგოლების შექმნა, რომლებიც განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, სტერეოტიპების დამარცხებასა და გენდერული განსხვავებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცებას შეუწყობს ხელს.
გენდერული სტერეოტიპებისა და სუბიექტივიზმის აღმოფხვრისათვის განათლებაში, მნიშვნელოვანია საზოგადოების მაღალი ცნობიერება, პოზიტიური დამოკიდებულება და სოლიდარობა, რაც გენდერული საკითხების სწორი რაკურსით გაანალიზებისა და საზოგადოების ინკლუზიური ხედვის განვითარებით არის შესაძლებელი. კონკურსის ფარგლებში, პარტნიორი სკოლების მოსწავლეებს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის, მშობლებისა და ადგილობრივი თემების მხარდაჭერით საშუალება ეძლევათ, შექმნან სოციალური რეკლამა ნებისმიერ თემატიკაზე, რომელიც გენდერული თანასწორობის საკითხებს გაუსვამს ხაზს განათლებაში.
რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს, 4D ან რომელიმე სხვა, ანალოგიურ ფორმატში. კონკურსი ითვალისწინებს სარეკლამო რგოლის მომზადებას კონკრეტულ სიუჟეტზე და გადაღებას თუნდაც სამოყვარულო კამერის საშუალებით.
მომზადებული რეკლამა უნდა გამოგვიგზავნოთ თანდართული ფაილის სახით, რომლის მოცულობა არ აღემატება 5 გიგაბაიტს ან ბმულის საშუალებით.
კონკურსი ორგანიზებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია პროექტში „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ჩართული სკოლების მოსწავლეებს და მოსწავლეთა საინიციატივო ჯგუფებს (საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები).
სარეკლამო რგოლებს შეაფასებენ გენდერისა და საზოგადოებრივი კომუნიკაციის დამოუკიდებელი სპეციალისტები. შეფასების კრიტერიუმები მოიცავს რეკლამის სიუჟეტის და მისი მხატვრულად გადაწყვეტის ხერხების შეფასებას. პროექტის ფარგლებში გამოვლენილი 10 საუკეთესო რეკლამა მიიღებს ფულად ჯილდოს.
სარეკლამო რგოლის წარმოდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 31 ოქტომბერი.
სარეკლამო რგოლის გამოგზავნა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: