სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აცხადებს თეზისებისა და სტატიების მიღებას კონფერენციაში „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“ მონაწილეობისათვის. კონფერენცია ჩატარდება სრულად ონლაინ ფორმატში, ZOOM-პლატფორმის გამოყენებით.
კონფერენციის მიზანია: გენდერულად პასუხისმგებლიან და სტერეოტიპებისაგან თავისუფალ სწავლებასთან მიმართებით გამოცდილებების, კვლევების, გამოწვევებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება აკადემიურ სივრცეში, პედაგოგებსა და სტუდენტებს შორის. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს დისკუსიას განათლებაში გენდერის საკითხების ასახვასთან დაკავშირებით, გენდერული თანასწორობის, სტერეოტიპების დამარცხებასა და გენდერული განსხვავებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცებას.
გენდერული სტერეოტიპებისა და სუბიექტივიზმის აღმოფხვრისათვის განათლებაში მნიშვნელოვანია საზოგადოების მაღალი ცნობიერება, პოზიტიური დამოკიდებულება და სოლიდარობა, რაც გენდერული საკითხების სწორი რაკურსით გაანალიზებისა და საზოგადოების ინკლუზიური ხედვის განვითარებით არის შესაძლებელი. კონფერენციის ფარგლებში, კერძო და საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, წარმოდგინონ სტატია/მოხსნება/პოსტერი ან პოდკასტი კონფერენციაზე, რომელიც განათლებაში გენდერული თანასწორობის საკითხებს გაუსვამს ხაზს.
კონფერენციის თემატიკა შეიძლება დაკავშირებული იყოს ქვემოთ მოცემულ კონკრეტულ ან მომიჯნავე და დაკავშირებულ საკითხებთან:
- გენდერი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
- გენდერი და სპორტი
- გენდერული საკითხების განათლებაში ინტეგრირების თეორიული და მეთოდოლოგიური ასპექტები
- გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული კვლევა განათლებაში
- გენდერული საკითხები სასკოლო, საკლასო თუ მოსწავლის შეფასებასთან მიმართებით
- გენდერი და სასკოლო გარემო
- გენდერული პედაგოგიკის საფუძვლები
- გენდერი და მრავალფეროვნება
- გენდერული პერსპექტივების იკლუზია სწავლა-სწავლების პროცესში
- საგანმანათლებლო ინსტიტუციების გენდერული პოლიტიკა
- საზოგადოება და გენდერი
- გენდერული სოციალიზაცია სასკოლო კონტექსტში
- გენდერული ასპექტები მასწავლებლის განათლებასა და პროფესიული განვითარების მიმართულებებში
- გენდერი და ენა
- გენდერი და ტრადიციები
- გენდერი, სქესი და სექსუალობა სასწავლო გეგმაში, სასწავლო პროგრამებში, სასკოლო სახელმძღვანელოებში
- გენდერი და მოქალაქეობა
- გენდერი და სკოლისგარეშე აქტივობები
- გენდერული ასპექტები პროფესიული და კარიერული არჩევნის კონტექსტში
- ეროვნული და ევროპული პოლიტიკა გენდერის, სქესისა და სექსუალობის განათლებასთან მიმართებით
მომზადებული სტატია/მოხსენება/პოსტერი/ პოდკასტი უნდა გამოგვიგზავნოთ თანდართული ფაილის სახით (აუდიო ფაილი (MP3)/PDF ფორმატით, შრიფტის ზომა 11, ფონტი: Sylfaen, დაშორება: 1,15,) შემდეგ მისამართზე:
- კონფერენცია გაიმართება 2023 წლის თებერვლის თვეში(დაზუსტებული თარიღი ეცნობებათ მონაწილეებს), ZOOM-პლატფორმის გამოყენებით.
- მოხსენების/ სტატიის/პოსტერის/პოდკასტის გამოგზავნის ბოლო ვადა: 30 იანვარი, 2023.
- საუკეთესო მოხსენებები/სტატიები/პოსტერები/პოდკასტები გამოქვეყნდება პორტალზე gender.ge
- კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
- 20 საუკეთესო სტატია/მოხსენება/პოსტერი დაიბეჭდება საკონფერენციო კრებულის სახით.
კონფერენცია ორგანიზებულია პროგრამის ფარგლებში „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. კონფერენცია ორგანიზებულია პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ.