🎥 პროექტის ფარგლებში „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ საქართველოს სამი სამიზნე რეგიონის (თბილისი, გურია, იმერეთი) მოსწავლეებმა გენდერული თანასწორობის შესახებ სოციალური სარეკლამო რგოლები მოამზადეს.კუნკურსის შედეგად შეირჩა 10 გამარჯვებული ვიდეო. ▶️ კონკურსი ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ⏺ აღნიშნული ვიდეო-რგოლები წარმოადგენს ორგანიზაცია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) პასუხისმგებლობას და, შესაძლოა, არ ასახავდეს ევროკავშირის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მოსაზრებებს.