USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილე ახალგაზრდებისთვის ცხადდება, გენდერული თანასწორობის მიმართულებით მცირე გრანტების კონკურსი.
მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებულებს შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ პროექტი, რომელიც საზოგადოების და კონკრეტული თემის საჭიროებებს ეხმიანება და რომელიც თანხვედრაში მოდის კონკურსის პრიორიტეტულ მიმართულებებთან.
საგრანტო კონკურსის პირობები:
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ USAID-ის პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ მონაწილე 14-29 წლის ახალგაზრდებს ან აქტივისტთა ჯგუფს საქართველოს 13 ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, დმანისი, გარდაბანი და მარნეული);
დაფინანსებული პროექტის განხორციელების დაწყება შესაძლებელია 2023 წლის 15 მარტიდან;
კონკრეტული პროექტის ხანგრძლივობა (საანგარიშო პერიოდის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს 90 კალენდარულ დღეს (3 თვე);
პროექტების შერჩევა და შეფასება მოხდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ;
შესარჩევი კომისია განიხილავს მხოლოდ იმ განაცხადებს, რომლებიც მითითებულ ვადაში და თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში სრულად იქნება წარმოდგენილი.
საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს. შესაძლებელია, აპლიკაციების განხილვის დროს, კომისიის წევრებმა აპლიკანტს შესთავაზონ წარმოდგენილ საკონკურსო პროგრამის აღწერაში და ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა.
განაცხადის ფორმა ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად უნდა შეივსოს ამ ბმულზე