- დეტალები
- საიტის ადმინისტრაცია
- ვიდეო რესურსები
- ნახვა: 1240
- სხვადასხვა
მოკლემეტრაჟიანი ფილმი ნაადრევი ქორწინების შესახებ, რომელიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის წევრი-სტუდენტების მიერ მომზადდა და ასახავს ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში ადრეული ქორწინების აქტუალურ პრობლემასა და მისი მოგვარების შესაძლო გზებს.
თსუ ახალგაზრდული ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე -7 კორპუსში (მისამართი: ქ.წამებულის №55) დაფუძნდა, რომელიც სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ სტუდენტებს აერთიანებს და მათ სხვადასხვა საინტერესო საქმიანობაში თუ ახალგაზრდულ აქტივობებში რთავს.
ნაადრევი ქორწინების შესახებ ფილმი მომზადდა "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციები არიან „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ CCIIR და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლებიც თსუ ახალგაზრდული ცენტრის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ.
- დეტალები
- საიტის ადმინისტრაცია
- პროგრამები
- ნახვა: 1130
- სხვადასხვა
მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა ემსახურება ქალთა მეწარმეობისა და ბიზნესში მონაწილეობის ხელშეწყობას საწარმოებისათვის საჭირო ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით. პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული ქალების დაფინანსებაზე წვდომის უზრუნველყოფა მათი საწარმოების მდგრადი განვითარებისა და სამუშაო ადგილების შემქნის მიზნით; ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის განკუთვნილი სპეციფიკური, მდგრადი ფინანსური პროდუქტის შექმნა; ქალების მფლობელობაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საკონსულტაციო სერვისებსა და ნოუ-ჰაუზე წვდომაში დახმარების აღმოჩენა.
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შერჩეული პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტები გამოყოფენ 43,4 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხაზს ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის სესხის გასაცემად. სესხად გასაცემი თანხის საშუალო მოცულობაა დაახლოებით 15000 ევრო, ხოლო მაქსიმალური მოცულობა – ერთი მილიონი ევრო. დაგეგმილია დაახლოებით 3000 სესხის გაცემა ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის 12 პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტის მეშვეობით.
წყარო: თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან
- დეტალები
- საიტის ადმინისტრაცია
- ღონისძიებები
- ნახვა: 1101
- სხვადასხვა
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი პროგრამის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში აცხადებს საჯარო და კერძო სკოლებისათვის კონკრუსს სასკოლო მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით.