ძირითადი პირობები
- Gender.ge არის მხოლოდ შუამავალი მის მომხმარებლებს შორის. ის არ არის პასუხისმგებელი გარიგებებზე, ინფორმაციის სიზუსტეზე, მომხმარებლების იდენტიფიცირებასა და სხვა შინაარსთან დაკავშირებულ საკითხებზე.
- Gender.ge არ არის იმ შინაარსის მფლობელი, რომელსაც მომხმარებელი ამ პორტალზე განათავსებს. პასუხისმგებლობა შინაარსზე და ამ შინაარსის მოხმარებაზე ეკისრება თავად მომხმარებელს. ამიტომ მომხმარებელმა თავად უნდა შეაფასოს ის რისკები, რაც შეიძლება ახლდეს ინფორმაციის გამოქვეყნებას ან გამოყენებას.
- თითოეული მომხმარებელი ინფორმაციას gender.ge-ს პორტალზე განათავსებს საკუთარი სურვილით, იმ პერიოდით, რამდენითაც მას სურს. მას აქვს უფლება შეინახოს ინფორმაცია შეცვალოს, წაშალოს, გამოაქვეყნოს ნებისმიერ დროს.
პორტალის ადმინისტრატორი და მფლობელია სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობის ცენტრი.
ინფორმაციის განთავსება
Gender.ge განკუთვნილია მხოლოდ გენდერის საკითხებთან, ასევე განათლებასთან დაკავშირებულ ინფორმაციის გასავრცელებლად და მოსაპოვებლად.
მომხმარებელს არ აქვს უფლება გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომელიც არღვევს, ან ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
ინფორმაცია უნდა განთავსდეს შესაბამის კატეგორიაში.
დაუშვებელია:
- ინფორმაციის განთავსება სხვა მომხმარებლის სახელით;
- იდენტური (ერთი და იგივე) ინფორმაციის რამდენჯერმე გამოქვეყნება;
- მცდარი, მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის განთავსება;
- სხვისი რეპუტაციის, ან ღირსების შემლახველი ინფორმაციის, ან კომენტარის განთავსება;
- ინფორმაცია ან კომენტარი შეიცავდეს, ან აქეზებდეს მუქარას, შეურაცხყოფას, დისკრიმინაციას, ჩაგვრას, ტერორიზმს, ან ექსტრემიზმს;
- ინფორმაცია შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს;
- ინფორმაცია შეიცავდეს სხვა წყაროდან მიღებულ კოდს, რომელიც შეიძლება ზიანს აყენებდეს მომხმარებელს, ან განკუთვნილი იყოს ფინანსების გენერირებისთვის;