- დეტალები
- gender ge
- ღონისძიებები
- ნახვა: 920
- სხვადასხვა
14 მარტს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის მიზნით, მასწავლებელთა და სტუდენტთა ონლაინ კონფერენციას „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“ უმასპინძლა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო პროგრამის „ გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის”ფარგლებში, რომელიც ნაწილია პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ და ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women Georgia და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR).
კონფერენციის ვიდეო ჩანაწერი იხილეთ აქ.
- დეტალები
- gender ge
- ღონისძიებები
- ნახვა: 845
- გენდერი განათლებაში
- დეტალები
- gender ge
- ღონისძიებები
- ნახვა: 1852
- სხვადასხვა
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) აცხადებს თეზისებისა და სტატიების მიღებას კონფერენციაში „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“ მონაწილეობისათვის. კონფერენცია ჩატარდება სრულად ონლაინ ფორმატში, ZOOM-პლატფორმის გამოყენებით.
კონფერენციის მიზანია: გენდერულად პასუხისმგებლიან და სტერეოტიპებისაგან თავისუფალ სწავლებასთან მიმართებით გამოცდილებების, კვლევების, გამოწვევებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება აკადემიურ სივრცეში, პედაგოგებსა და სტუდენტებს შორის. აღნიშნული ღონისძიება ხელს შეუწყობს დისკუსიას განათლებაში გენდერის საკითხების ასახვასთან დაკავშირებით, გენდერული თანასწორობის, სტერეოტიპების დამარცხებასა და გენდერული განსხვავებების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების განმტკიცებას.
გენდერული სტერეოტიპებისა და სუბიექტივიზმის აღმოფხვრისათვის განათლებაში მნიშვნელოვანია საზოგადოების მაღალი ცნობიერება, პოზიტიური დამოკიდებულება და სოლიდარობა, რაც გენდერული საკითხების სწორი რაკურსით გაანალიზებისა და საზოგადოების ინკლუზიური ხედვის განვითარებით არის შესაძლებელი. კონფერენციის ფარგლებში, კერძო და საჯარო სკოლების მასწავლებლებსა და სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, წარმოდგინონ სტატია/მოხსნება/პოსტერი ან პოდკასტი კონფერენციაზე, რომელიც განათლებაში გენდერული თანასწორობის საკითხებს გაუსვამს ხაზს.
კონფერენციის თემატიკა შეიძლება დაკავშირებული იყოს ქვემოთ მოცემულ კონკრეტულ ან მომიჯნავე და დაკავშირებულ საკითხებთან:
- გენდერი ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
- გენდერი და სპორტი
- გენდერული საკითხების განათლებაში ინტეგრირების თეორიული და მეთოდოლოგიური ასპექტები
- გენდერულ საკითხებზე ორიენტირებული კვლევა განათლებაში
- გენდერული საკითხები სასკოლო, საკლასო თუ მოსწავლის შეფასებასთან მიმართებით
- გენდერი და სასკოლო გარემო
- გენდერული პედაგოგიკის საფუძვლები
- გენდერი და მრავალფეროვნება
- გენდერული პერსპექტივების იკლუზია სწავლა-სწავლების პროცესში
- საგანმანათლებლო ინსტიტუციების გენდერული პოლიტიკა
- საზოგადოება და გენდერი
- გენდერული სოციალიზაცია სასკოლო კონტექსტში
- გენდერული ასპექტები მასწავლებლის განათლებასა და პროფესიული განვითარების მიმართულებებში
- გენდერი და ენა
- გენდერი და ტრადიციები
- გენდერი, სქესი და სექსუალობა სასწავლო გეგმაში, სასწავლო პროგრამებში, სასკოლო სახელმძღვანელოებში
- გენდერი და მოქალაქეობა
- გენდერი და სკოლისგარეშე აქტივობები
- გენდერული ასპექტები პროფესიული და კარიერული არჩევნის კონტექსტში
- ეროვნული და ევროპული პოლიტიკა გენდერის, სქესისა და სექსუალობის განათლებასთან მიმართებით
მომზადებული სტატია/მოხსენება/პოსტერი/ პოდკასტი უნდა გამოგვიგზავნოთ თანდართული ფაილის სახით (აუდიო ფაილი (MP3)/PDF ფორმატით, შრიფტის ზომა 11, ფონტი: Sylfaen, დაშორება: 1,15,) შემდეგ მისამართზე:
- კონფერენცია გაიმართება 2023 წლის თებერვლის თვეში(დაზუსტებული თარიღი ეცნობებათ მონაწილეებს), ZOOM-პლატფორმის გამოყენებით.
- მოხსენების/ სტატიის/პოსტერის/პოდკასტის გამოგზავნის ბოლო ვადა: 30 იანვარი, 2023.
- საუკეთესო მოხსენებები/სტატიები/პოსტერები/პოდკასტები გამოქვეყნდება პორტალზე gender.ge
- კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
- 20 საუკეთესო სტატია/მოხსენება/პოსტერი დაიბეჭდება საკონფერენციო კრებულის სახით.
კონფერენცია ორგანიზებულია პროგრამის ფარგლებში „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. კონფერენცია ორგანიზებულია პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ.
- დეტალები
- gender ge
- ღონისძიებები
- ნახვა: 1196
- სხვადასხვა
სკოლა "ანაბასისი" აქტიურად აგრძელებს პროგრამაში "EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ მონაწილეობას და ღონისძიებების განხორციელებას. სკოლამ ჩაატარა შიდასასკოლო კონფერენცია, რომელიც სკოლის მეათე კლასის მოსწავლეებმა პროექტის "გენდერული მეინსტრიმინგისათვის" ფარგლებში დაგეგმეს.
პროექტი მოიცავდა გენდერული თანასწორობისა და გენდერული სტერეოტიპების საკითხების განხილვასა და ამ საკითხების ინტეგრირებულ სწავლებას სხვადასხვა საგნის (ქართული, ისტორია და ხელოვნება) ფარგლებში.
ღონისძიების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა ელექტრონულ ჟურნალ ეტალონში. ვრცლად პროექტის შესახებ იხილეთ აქ.
- დეტალები
- gender ge
- ღონისძიებები
- ნახვა: 1217
- სხვადასხვა
კონკურსი პედაგოგებისთვის - „ალტერნატიული მასწავლებელი და სწავლების თანამედროვე მეთოდები"
მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი სკოლის პედაგოგებს სთავაზობს კონკურსს:
👉🏻 „ალტერნატიული მასწავლებელი და სწავლების თანამედროვე მეთოდები
▪️ პროექტის მიზანია:
✔️ განათლების თანამედროვე, ტრანსფორმაციული მეთოდების დანერგვა
✔️ მასწავლებელთა განვითარების ხელშეწყობა
✔️ ალტერნატიული სწავლების განვითარება
✔️ მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ინტერაქციული კავშირის შექმნა.
▪️ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლებს.
📽 მონაწილეებს მოეთხოვებათ, გადაიღონ 5 – 7 წუთიანი ვიდეო, სადაც მოკლედ აღწერენ საგაკვეთილო ფორმატს, ისაუბრებენ მისი დაგეგმვისა და სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ, რომლის მიხედვითაც, მოსწავლეებისთვის სასკოლო სწავლება გახდება მრავალფეროვანი, საინტერესო და აქტივობებით დატვირთული. (ვიდეოს ფორმატი შეზღუდული არ არის)
- დეტალები
- gender ge
- ღონისძიებები
- ნახვა: 833
- სხვადასხვა
2022 წლის 6-9 ოქტომბერს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) გიწვევთ თბილისში ფემინისტურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.
ფემინისტური ფორუმი არის ინიციატივა უსაფრთხო სივრცის და ინტერდისციპლინური ქსელის შექმნისა, რომელიც სოციალურ თეორიასა და პრაქტიკაზე ფემინისტური რეფლექსიისთვის ერთმანეთთან დააკავშირებს მკვლევრებს, აქტივისტებს, სტუდენტებს, სათემო და სახელოვნებო ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური კოლექტივების წევრებს. ფემინისტური ფორუმის მიზანს ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარების, კრიტიკული ანალიზისა და მსჯელობისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნის გზით, ინტერსექციური და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
ფორუმის წლევანდელი თემატიკა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ფემინისტი და ქვიარ აქტივისტებისა და მათთვის, ვისაც აინტერესებს კულტურის კვლევების, ფსიქოლოგიის, ურბანისტიკის, ეკოლოგიის და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით სოციალური კვლევის გენდერული ასპექტები.
ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე.
- დეტალები
- gender ge
- ღონისძიებები
- ნახვა: 993
- გენდერი და ეკონომიკა, ბიზნესი და მეწარმეობა
2022 წლის 14 ივლისს, ევროკომისიამ გენდერული თანასწორობის დამცველთათვის ევროკავშირის ახალი ჯილდო დააწესა, რომელიც იმ აკადემიურ და კვლევით ორგანიზაციებს აღიარებს, რომელთაც გენდერული თანასწორობის ღონისძიებების განხორციელებაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს.
ახალი საპრიზო სქემა მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ინკლუზიური გეგმებისა და პოლიტიკის განვითარებას ევროპული სამეცნიერი სივრცის (ERA) ფარგლებში. ამას გარდა, კიდევ უფრო ძლიერდება მოთხოვნა უმაღლესი განათლებისა და კვლევითი ორგანიზაციების მიმართ, რომელთაც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილეს პროგრამაში „ჰორიზონტი ევროპაში“ (Horizon Europe) მონაწილეობა სურთ, და მათ მიმართ მთავარ კრიტერიუმად გენდერული თანასწორობის გეგმების (GEP) არსებობა განისაზღვრება.
დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.
- დეტალები
- საიტის ადმინისტრაცია
- ღონისძიებები
- ნახვა: 978
- სხვადასხვა
15 ივნისს, 12:30 -14:30 (CET/GVA) საათზე XIX Europe-ის აზია- წყნარი ოკეანის ქვეყნების ცენტრი და ჟენევის სამაგისტრო ინსტიტუტის გენდერის ცენტრი ატარებენ ვებინარს, ქალთა განათლების თემაზე. ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება განათლებაში ქალთა თანასწორობის წინაშე არსებული პრობლემები, მათ იდენტიფიცირების საკითხები, გადაჭრის გზები და მონიტორინგი.
ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი არაბულ და რუსულ ენებზე.
ვებინარში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ მსურველს. დასასწრებად აუცილებელია წინასწარ რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზე.
- დეტალები
- საიტის ადმინისტრაცია
- ღონისძიებები
- ნახვა: 942
- სხვადასხვა
მე-9 საერთაშორისო კონფერენცია გენდერისა და ქალთა კვლევების შესახებ ჩატარდება 28-29 ივლისს, 2022 წელს, სინგაპურის ეროვნულ უნივერსიტეტში.
კონფერენციის შესახებ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დეტალებს გაეცნონ ბმულის საშუალებით.
- დეტალები
- საიტის ადმინისტრაცია
- ღონისძიებები
- ნახვა: 1079
- სხვადასხვა
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი პროგრამის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში აცხადებს საჯარო და კერძო სკოლებისათვის კონკრუსს სასკოლო მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით.