• ჩვენ შესახებ
  • სიახლე
  • პოსტები
      • Back
      • ღონისძიებები
      • პროგრამები
      • განცხადებები
      • მომხმარებლის რესურსები
  • რესურსები
  • მომხმარებლები
  • კონტაქტი
  • რეგისტრაცია
  • შესვლა

CCIIR აცხადებს სკოლის მონიტორინგისა და შეფასებისათვის მომსახურების შემოთავაზებების მიღებას

დეტალები
gender ge
განცხადებები
29 აგვისტო 2022
ნახვა: 244
  • სხვადასხვა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) 2022 წლის 28 იანვრიდან ახორციელებს პროექტს „ გენდერზე ორიენტირებული პედაგოგიკა თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის“, პროექტი მიმდინარეობს პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც
ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR)პროექტის ფარგლებში ჩართული სკოლების მონიტორინგისა და შეფასებისათვის  აცხადებს მომსახურების შეთავაზებების მიღებას. განაცხადის გამოგზავნა შეუძლიათ განათლების სპეციალისტებს, ტრენერ-კონსულტანტებს, პედაგოგებს. შერჩეული კანდიდატი შეაფასებს პროექტში ჩართულ 20 სკოლას, თუ როგორ სრულდება გენდერულად დაბალანსებული და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი სწავლება. 

განაცხადი შეგიძლიათ წარმოადგინოთ თავისუფალი ფორმით, სადაც მოკლედ აჩვენებთ საგანმანათლებლო სფეროში თქვენს გამოცდილებას და უფრო მეტად დეტალურად- თქვენს ხედვას გენდერული მგრძნობელობის თვალსაზრისით სკოლის შეფასების კრიტერიუმებსა და მიდგომებთან დაკავშირებით. 

განაცხადის მიღების ვადებია: 2022 წლის 29 აგვისტოდან- 2022 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. 

განაცხადის გამოგზავნას შეძლებთ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

  

fShare

თარგმნე ფემინიზმი

დეტალები
gender ge
განცხადებები
25 აგვისტო 2022
ნახვა: 1576
  • სხვადასხვა
მოხალისეთა ჰაბი და W4W (განათლება და კარიერული განვითარება), ერთობლივი თანამშრომლობით იწყებს ფემინიზმის შესახებ საინფორმაციო კამპანიას, რომლის მიზანია მეტი ადამიანისთვის მარტივად აღსაქმელი და ხელმისაწვდომი გახდეს ფემინისტური იდეები/ლიტერატურა და შესაბამისად, გაიზარდოს სივრცე დებატებისათვის.
თუ დაინტერესებული ხართ:
  • მთარგმენლობითი საქმიანობით,
  • ფემინიზმით,
  • გენდერული საკითხებით,
  • მოხალისეობით
გსურთ
  • გაიღრმაოთ გამოცდილება,
  • გაიგოთ მეტი და
  • თქვენი წვლილი შეიტანოთ ფემინისტური მოძრაობების გაძლიერებაში,
შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა და ორაგნიზატორები დაგიკავშირდებიან.
დედლაინი: 1 სექტემბერი, 2022.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიწერეთ შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
 
fShare

სტატიების მიღება აკადემიური კრებულისთვის ,,სოციალური კვლევა"

დეტალები
gender ge
განცხადებები
16 აგვისტო 2022
ნახვა: 1251
  • გენდერი განათლებაში

 კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა, პროექტის Socialresearch.ge-ის ფარგლებში, აცხადებს სტატიების მიღებას აკადემიური კრებულისთვის ,,სოციალური კვლევა". ჟურნალის პირველი ნომერი ეძღვნება ფემინიზმისა და გენდერული დემოკრატიის თემატიკას.

ჟურნალის პირველი ნომერი ეთმობა ფემინიზმისა და გენდერული დემოკრატიის მიმართულებას. სტატიები შესაძლოა შეეხოს გენდერული თანასწორობის, მათ შორის პოლიტიკურ და საჯარო დისკურსში სოციო-ეკონომიკური განვითარების გენდერული ასპექტების საკითხებს, სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, საჯარო დღის წესრიგში არსებული პრობლემების ანალიზს ქვიარ/ფემინისტური პერსპექტივიდან, ულტრამემარჯვენე ჯგუფების და ნარატივების გავრცელებას და სხვ.

აბსტრაქტების გადმოგზავნის ბოლო ვადაა: 14 სექტემბერი, 2022. დეტალური ინფორმაცია გამოცემის შესახებ იხილეთ შემდეგ მისამართზე: https://platforma.ge/?p=7571&fbclid=IwAR33hp4-DXXUtYdLMJIFwjRQ7YOVnXwvBTcQtQEa5bjA20y_-bblY2Qofn4

fShare

ვებინარი ქალთა განათლებაზე

დეტალები
საიტის ადმინისტრაცია
განცხადებები
10 ივნისი 2022
ნახვა: 1288

15 ივნისს, 12:30 -14:30 (CET/GVA) საათზე XIX Europe-ის აზია წყნარი ოკეანის ქვეყნების ცენტრი და ჟენევის სამაგისტრო ინსტიტუტის გენდერის ცენტრი ატარებენ ვებინარს, ქალთა განათლების თემაზე. ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება განათლებაში ქალთა თანასწორობის წინაშე არსებული პრობლემები, მათი იდენტიფიცირების საკითხები , გადაჭრის გზები და მონიტორინგი.ვებინარი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი არაბულ და რუსულ ენებზე.

ვებინარში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ მსურველს. დასასწრებად აუცილებელია წინასწარ რეგისტრაციის გავლა მოცემულ ბმულზე.

fShare

საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე „უკრაინა თანამედროვე პერსპექტივიდან“ განაცხადების მიღება დაიწყო

დეტალები
საიტის ადმინისტრაცია
განცხადებები
08 ივნისი 2022
ნახვა: 1049
  • სხვადასხვა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას „უკრაინა თანამედროვე პერსპექტივიდან“, რომელიც 2022 წლის 30 ივნისს ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (Zoom-ის მეშვეობით და ადგილზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში).

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის გაეცანით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განაცხადს

fShare

პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენინგი

დეტალები
საიტის ადმინისტრაცია
განცხადებები
08 ივნისი 2022
ნახვა: 1107
  • სხვადასხვა

ილიუნის პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენინგი „მომსახურების ხარისხის მართვა და მენეჯერული უნარების გაძლიერება შუა რგოლის და წინა ხაზის მენეჯერებისათვის“.

ტრენინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 ივნისი

ტრენინგის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ლინკზე

fShare
შემოგვიერთდით ფეისბუქზე

კატეგორიები (პოსტები)

  • ღონისძიებები
  • პროგრამები
  • განცხადებები
  • მომხმარებლის რესურსები
სეგმენტი

ავტორები

Natiko12
Natia Giorgadze

0 პოსტი

Natia Bubunauri
ნათია ბუბუნაური

0 პოსტი

Matthewsuete
Matthewsuete MatthewsuetePU

0 პოსტი

ketevan
ქეთევან საბაური

0 პოსტი

natiasulava45@gmail.com
ნათია სულავა

0 პოსტი

ყველა ავტორი
  • როგორ ვისარგებლოთ
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • როგორ ვისარგებლოთ
  • კონფიდენციალობის პოლიტიკა
  • წესები და პირობები
Copyright © 2022 CCIIR. Created by WEBIT