2022 წლის 6-9 ოქტომბერს ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) გიწვევთ თბილისში ფემინისტურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად.
ფემინისტური ფორუმი არის ინიციატივა უსაფრთხო სივრცის და ინტერდისციპლინური ქსელის შექმნისა, რომელიც სოციალურ თეორიასა და პრაქტიკაზე ფემინისტური რეფლექსიისთვის ერთმანეთთან დააკავშირებს მკვლევრებს, აქტივისტებს, სტუდენტებს, სათემო და სახელოვნებო ორგანიზაციების, ფორმალური და არაფორმალური კოლექტივების წევრებს. ფემინისტური ფორუმის მიზანს ცოდნის, გამოცდილებისა და იდეების გაზიარების, კრიტიკული ანალიზისა და მსჯელობისთვის უსაფრთხო სივრცის შექმნის გზით, ინტერსექციური და სოლიდარობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
ფორუმის წლევანდელი თემატიკა განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ფემინისტი და ქვიარ აქტივისტებისა და მათთვის, ვისაც აინტერესებს კულტურის კვლევების, ფსიქოლოგიის, ურბანისტიკის, ეკოლოგიის და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით სოციალური კვლევის გენდერული ასპექტები.
ფორუმის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე.