სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი პროგრამის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში აცხადებს საჯარო და კერძო სკოლებისათვის კონკრუსს სასკოლო მრავალფეროვნებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით.
პროექტის მიზანია სკოლების ადმინისტრაციისა და მასწავლებლების გადამზადება მრავალფეროვან საკლასო გარემოში სტერეოტიპებისაგან თავისუფალი, ინკლუზიური სწავლების მიდგომების გამოყენების მზაობისათვის, რომელიც ამავდროულად სასკოლო მოსწავლეების საჭიროებებზე თანაბრად მორგებული სასკოლო კულტურის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში სკოლებში სხვადასხვა მნიშვნელოვანი და ახალგაზრდებისათვის წამახალისებელი პროექტის განხორციელება იგეგმება.
კერძოდ:
1. პროექტის ფარგლებში გადამზადდება საქართველოს სამი სამიზნე რეგიონის (თბილისი, გურია,
იმერეთი) მასშტაბით კონკურსის წესით შერჩეული 100 სკოლის დირექტორი სასკოლო მრავალფეროვნებისა და
გენდერული თანასწორობის მართვის კუთხით.
2. დირექტორების გადამზადების შემდეგ, შერჩეულ (იმავე) სკოლებში გადამზადდებიან
სხვადასხვა საგნის პედაგოგები მრავალფეროვან და გენდერული სტერეოტიპებისგან
თავისუფალ კლასში სწავლების განხორციელებისათვის.
3. შერჩეული სკოლების მოსწავლეები მონაწილეობას მიიღებენ წამახალისებელ კონკურსში,
რომელიც მოიცავს გენდერული თანასწორობის შესახებ სოციალური სარეკლამო რგოლის
მომზადებას გამარჯვებული ვიდეო-რგოლების დაფინანსების პირობით.
კონკრუსში მონაწილოებით დაინტერესებულ სკოლებს შეუძლიათ სკოლის შესახებ ინფორმაცია და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნონ მეილზე:
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ამავე მეილის საშუალებით მოგვმართოთ.