• სხვადასხვა

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR) 2022 წლის 28 იანვრიდან ახორციელებს პროექტს „ გენდერზე ორიენტირებული პედაგოგიკა თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის“, პროექტი მიმდინარეობს პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც
ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით.

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR)პროექტის ფარგლებში ჩართული სკოლების მონიტორინგისა და შეფასებისათვის  აცხადებს მომსახურების შეთავაზებების მიღებას. განაცხადის გამოგზავნა შეუძლიათ განათლების სპეციალისტებს, ტრენერ-კონსულტანტებს, პედაგოგებს. შერჩეული კანდიდატი შეაფასებს პროექტში ჩართულ 20 სკოლას, თუ როგორ სრულდება გენდერულად დაბალანსებული და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი სწავლება. 

განაცხადი შეგიძლიათ წარმოადგინოთ თავისუფალი ფორმით, სადაც მოკლედ აჩვენებთ საგანმანათლებლო სფეროში თქვენს გამოცდილებას და უფრო მეტად დეტალურად- თქვენს ხედვას გენდერული მგრძნობელობის თვალსაზრისით სკოლის შეფასების კრიტერიუმებსა და მიდგომებთან დაკავშირებით. 

განაცხადის მიღების ვადებია: 2022 წლის 29 აგვისტოდან- 2022 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით. 

განაცხადის გამოგზავნას შეძლებთ ელექტრონულ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.