მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა ემსახურება ქალთა მეწარმეობისა და ბიზნესში მონაწილეობის ხელშეწყობას საწარმოებისათვის საჭირო ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით. პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული ქალების დაფინანსებაზე წვდომის უზრუნველყოფა მათი საწარმოების მდგრადი განვითარებისა და სამუშაო ადგილების შემქნის მიზნით; ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის განკუთვნილი სპეციფიკური, მდგრადი ფინანსური პროდუქტის შექმნა; ქალების მფლობელობაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საკონსულტაციო სერვისებსა და ნოუ-ჰაუზე წვდომაში დახმარების აღმოჩენა.
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შერჩეული პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტები გამოყოფენ 43,4 მილიონი ევროს მოცულობის საკრედიტო ხაზს ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის სესხის გასაცემად. სესხად გასაცემი თანხის საშუალო მოცულობაა დაახლოებით 15000 ევრო, ხოლო მაქსიმალური მოცულობა – ერთი მილიონი ევრო. დაგეგმილია დაახლოებით 3000 სესხის გაცემა ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის 12 პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტის მეშვეობით.
წყარო: თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან
საკონტაქტო ინფორმაცია:
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი
გრიბოედოვის ქ. #31ა, ბიზნეს ცენტრი მერანი, მე-6 სართული
თბილისი, 0108, საქართველო
ტელ.: +995 322 447 400
ელ. ფოსტა:
მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს:
http://www.ebrdwomeninbusiness.com/?s=home&country=GE&language=ka