,,თავიდან როცა დავიწყე მუშაობა ფეხბურთის მწვრთნელად ჩვენს სოფელში, სულ ბიჭები დადიოდნენ. პირველ დღეს, როცა ვთქვი, რომ გოგოებიც უნდა მოსულიყვნენ თამაშზე, ატყდა ერთი ამბავი: ბიჭები ამბობდნენ - როგორ? გოგოების ადგილი ფეხბურთში არ არის და ასე შემდეგ." - ამბობს ჩვენი ვიდეოს ერთ-ერთი გმირი, არამ აკოფიანი. თუმცა, ამის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და დღეს გოგოები რეგულარულად ვარჯიშობენ და თამაშობენ ფეხბურთს.
არამი წითელსოფელში (მარნეულის მუნიციპალიტეტი) ცხოვრობს. ეთნიკური სომხებით, აზერბაიჯანელებით და ქართველებით დასახლებულ სოფლებს ერთმანეთისგან სულ 17 ნაბიჯი აშორებს.
სოფელ მარადისის ქართულენოვან სკოლაში, დები, ნათია და ნინო გუსეინოვები სწავლობენ. მათაც საფეხბურთო ლიგა ჩამოაყალიბეს და ასე შეაქვთ თავიანთი წვლილი ქალების გაძლიერების საქმეში.
ვიდეო მომზადებულია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) მიერ ევროპული წვლილი დემოკრატიისთვის (EED) მხარდაჭერით.