CCIIR-მა 18 -19 თებერვალს, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე სკოლის უკრაინელი და ქართველი პედაგოგებისათვის სასწავლო პროცესში ინტერკულტურული მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით ორდღაინი ტრენინგი ჩაატარა.
ტრენინგში მონაწილე პედაგოგები გაეცნენ მულტიკულტურული განათლების არსს და სასწავლო პროცესში მულტიკულტურული სწავლების მიდგომების გამოყენების მნიშვნელობას, ასევე მათ გაანალიზეს კონკრეტული სასწავლო ქეისები ინტერკულტურული მგრძნობელობის თვალსაზრისით.
ორდღიანი ტრენინგი დაბალანსებულად მოიცავდა თეორიულ საკითხებსა და პრაქტიკულ სწავლებას. ტრენინგის პრაქტიკული ნაწილი აგრეთვე ითვალისწინებდა სასკოლო პროექტების განვითარებისა და მრავალფეროვან სასწავლო გარემოში განხორციელების ასპექტებს.
ტრენინგს უძღვებოდა ტრენერი მაია ინასარიძე.
ტრენინგების დასრულების შემდგომ, მონაწილე პედაგოგები სკოლის უკრაინული და ქართული სექტორის მოსწავლეების ჩართულობით თავად განახორციელებენ სხვადასხვა სასწავლო პროექტს, რომელთა მიზანიც კულტურის გაზიარება, განსხვავებულის გაცნობა და პატივისცემა და მოსწავლეთა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა იქნება.
ტრენინგი ჩატარდა პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. ტრენინგი ორგანიზებულია პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ.