ზესტაფონის კერძო სკოლა " ანაბასისში" პროექტი "ვაქციოთ სკოლა გენდერული პასუხისმგებლობის მქონე დაწესებულებად" აქტიურად გრძელდება.
სკოლაში მოსწავლეებმა საინფორმაციო ტიპის შეხვედრა-დისკუსია გამართეს, რომლის მიზანი გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტერეოტიპების დამარცხება იყო.
შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მხარდაჭერით. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია აღებულია ეტალონის ონლაინ გვერდიდან.