CCIIR-მა სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზის კვლევის შედეგები  საზოგადოებას წარუდგინა. კვლევა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის "ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. კვლევის მიზანი გახლდათ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული და რეკომენდებული საგანმანათლებლო რესურსების შესაბამისობის დადგენა გენდერული თანასწორობის პრინციპებთან.

 კვლევის კითხვებზე პასუხის მისაღებად, ჩატარდა თვისებრივი კვლევა სამი ინსტრუმენტის გამოყენებით:

    • გრიფირების წესის, პროცედურისა და შეფასების ამსახველი დოკუმენტაციის სამაგიდე ანალიზი;
    • შერჩეული სახელმძღვანელოების კონტენტანალიზი ;
    •  სიღრმისეული ინტერვიუები სახელმძღვანელოების გრიფირების წესების შემუშავებისა და პროცესში მონაწილე მხარეებთან.

    კვლევის შედეგები წარადგინეს კვლევის ავტორებმა: ნათია გორგაძემ (სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროგრამების მენეჯერი, განათლების სპეცილისტი) და შალვა ტაბატაძემ (სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი, განათლების სპეციალისტი).
  კვლევის ანგარიშის ელექტრონული ვერსია.