შეხვედრა ავტორებთან

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმმა (CCIIR) პროგრამის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“  ფარგლებში სასაკოლო სახელმძღვანელოების ავტორთა სამდღიანი ვორქშოპი ჩაატარა. 

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმმა (CCIIR) პროგრამის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“  ფარგლებში სასაკოლო სახელმძღვანელოების ავტორთა სამდღიანი ვორქშოპი ჩაატარა. 

ვორქშოპი 2-4 მაისის პერიოდში ჩატარდა სხვადასხვა  გამომცემლობის წარმომადგენლებსა და სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებთან. შეხვედრების მიზანი იყო გენდერულად დაბალანსებული სახელმძღვანელოების შექმნის ხელშეწყობა. სამუშაო შეხვედრებს უძღვებოდნენ განათლების სპეციალისტები: ნათია გორგაძე, შალვა ტაბატაძე და კახა გაბუნია.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ეროვნულ სასწავლო გეგმასა და გრიფირების წესში არსებული გენდერულად დაბალანსებული სახელმძღვანელოების შექმნის ხელშეწყობის საკითხები, ასევე გრიფირების წესსა და პრაქტიკაში არსებული ხარვეზები გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით.

შეხვედრების ფარგლებში გაანალიზდა ორგანიზაციის მიერ 2021 წელს ჩატარებული სახელმძღვანელოთა კვლევის შედეგები. სახელმძღვანელოების ავტორები გამოირჩეოდნენ ჩართულობით, განიხილავდნენ სახელმძღვანელოში წარმოდგენილ პრაქტიკულ მაგალითებს და აანალიზებდნენ მათ სხვადასხვა პერსპექტივიდან.

შეხვედრებზე ტრენერებმა მონაწილეებს აგრეთვე გააცნეს სასკოლო სახელმძღვანელოების გენდერული ანალიზის სხვადასხვა ანალიტიკური და თეორიული ჩარჩო. ავტორები შეცადნენ ანალიტიკური ჩარჩოების გამოყენებით თავიანთი სახელმძღვანელოების ანალიზი და შეფასება გაეკეთებინათ. შემდგომში აღნიშნული ჩარჩოების გამოყენებითა და შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გენდერულად უფრო მეტად დაბალანსებული და სტერეოტიპებისაგან დაცლილი სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნა.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრები ორგანიზებულ იქნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ. შეხვედრა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.