შეხვედრა უნივერსიტეტებთან

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) 28-29 აპრილს ჩაატარა სამუშაო შეხვედრა საქართველოს კერძო და საჯარო უნივერსიტეტების განათლების მეცნიერებების პროგრამებისა და მასწავლებელთა მომზადების პროგრამების წარმომადგენლებთან.

 სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) 28-29 აპრილს ჩაატარა სამუშაო შეხვედრა საქართველოს კერძო და საჯარო უნივერსიტეტების განათლების მეცნიერებების პროგრამებისა და მასწავლებელთა მომზადების პროგრამების წარმომადგენლებთან.

შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების ადმინისტრაციასა(განათლების პროგრამების ხელმძღვანელების/ასევე განმახორციელებელთა) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გენდერულად დაბალანსებული პედაგოგიკისა და მენეჯმენტის კურსის საუნივერსიტეტო პროგრამებში ინტეგრაციის საკითხების განხილვა.

შეხვედრაზე მსჯელობა გაიმართა მასწავლებელთა კომპეტენციების შესახებ გენდერის საკითხებთან მიმართებით, მასწავლებელთა განათლების პროგრამებში გენდერულად დაბალანსებული და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი პედაგოგიკის ინტეგრირების საკითხების შესახებ, ასევე შეხვედრაზე განხილულ იქნა აღნიშნული მიმართულებით სამიზნე უნივერსიტეტების ხედვებისა და განხორციელების/ინტეგრირების შესაძლებლობები.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად დისკუსია გაიმართა საერთაშორისო გამოცდილებაზე საუნივერსიტეტო სივრცეში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირებასთან დაკავშირებით და განისაზღვრა მომდევნო სამუშაო ეტაპის ფორმატი.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულ იქნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ. შეხვედრა განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.