14 მარტს, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა განათლებაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისა და გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრის მიზნით, მასწავლებელთა და სტუდენტთა ონლაინ კონფერენციას „გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკა“ უმასპინძლა.
ღონისძიება ორგანიზებული იყო პროგრამის „ გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის”ფარგლებში, რომელიც ნაწილია პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ და ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women Georgia და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR).
კონფერენციაზე მონაწილე პედაგოგებს, სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) ხელმძღვანელმა შალვა ტაბატაძემ და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილემ თამარ საბედაშვილმა.
კონფერენციაზე პროექტის მიზნების საზოგადოებისათვის გასაცნობად სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტის კოორდინატორმა ელენე ჯაჯანიძემ წარადგინა პრეზენტაცია, სადაც მან პროექტის ძირითად ამოცანებსა და გამოწვევებზე, განათლებაში გენდერული თანასწორობის მნიშნვნელობასა და პროექტის „გენდერულად გამართული სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობებისთვის” განხორციელების დადებით გავლენებზე ისაუბრა.
კონფერენციის პანელურ სესიაზე მოხსენებები გენდერულად გამართული სწავლებისა და სასკოლო მენეჯმენტის პრაქტიკის შესახებ წარადგინეს პროექტის პარტნიორი სკოლების დირექტორებმა როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ პედაგოგები: თბილისიდან, გურიისა და იმერეთის რეგიონების სკოლებიდან. კონფერენციას ასევე ესწრებდონენ მოწვეული სტუმრები გენდერისა და განათლების საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციიდან, დონორი ორგანიზაციისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
პროგრამა „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და
გენდერული ძალადობის დასაძლევად“, ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციაა სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი (CCIIR).