სახალხო დამცველის წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმების - გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს, საქართველოს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის და მასში შემავალი უწყებების მიერ გენდერული თანასწორობის მისაღწევად გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობის შეფასებას პოლიტიკის ყველა სფეროში. სახალხო დამცველის აპარატმა გენდერული თანასწორობის ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმების მუშაობა შეაფასა პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმისა და, გენდერული თანასწორობის ევროპული ინსტიტუტის (EIGE) მიერ შემუშავებულ ინდიკატორებზე დაყრდნობით.
წყარო: საქართველოს სახალხო დამცველი