პუბლიკაცია „გენდერული თანასწორობა საქართველოში − ბარიერები და რეკომენდაციები” შეიქმნა გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ინიციატივით, მრავლისმომცველი თვისებრივი კვლევის საფუძველზე, რომელიც პირველად 2017 წელს ჩვენი პარტნიორი დონორების მხარდაჭერით ჩატარდა და წარმოადგენს სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებისა თუ ექსპერტების მთავარ მიგნებებსა და მოსაზრებებს საკანონმდებლო ჩარჩოსა და აღსრულებაში გენდერული პერსპექტივის უზრუნველყოფისათვის.
კვლევა ორი ნაწილისგან შედგება − პირველი ნაწილი მოიცავს საკითხებს, როგორიცაა: გენდერული თანასწორობის სახელმწიფო მექანიზმები, დისკრიმინაცია, ქალთა მიმართ ძალადობა, პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა და ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება, ასევე, გენდერული ბიუჯეტირება, გენდერული აუდიტი და გენდერული გავლენის შეფასება; მეორე ნაწილში კი გაერთიანდა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, შრომითი უფლებები, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, გენდერული თანასწორობა განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროებში.
ინფორმაციის წყარო:UNFPA Georgia