კვლევა “ალიმენტის გადაუხდელობა – კულტურული და საკანონმდებლო გამოწვევები საქართველოში“. ნაშრომი ეფუძნება მოსამართლეებთან, პროკურორებთან, ადვოკატებთან, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებსა და საალიმენტო დავის გამოცდილების მქონე ქალებთან სიღრმისეულ ინტერვიუებს.
ალიმენტის დაკისრება-აღსრულების საკითხი საქართველოში საკმარისად შესწავლილი არ არის. ორგანიზაცია „საფარმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით ფართო აუდიტორიას წარუდგინა კვლევა „ალიმენტის განსაზღვრა და აღსრულება – საუკეთესო პრაქტიკის კვლევა“. კვლევის დოკუმენტში გაანალიზებულია საქართველოში ოჯახის არასრულწლოვანი წევრის/წევრებისთვის მამის მხრიდან ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებული კულტურული და საკანონმდებლო წინაღობები.
კვლევის ელექტრონული ვერსიის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: