საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოამზადა კვლევის ანგარიში ქვემო ქართლში ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკასთან დაკავშირებით. ანგარიში მომზადდა პლატფორმა "სალამთან" თანამშრომლობით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, გაეროს ერთობლივი პროგრამის, „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
კვლევის განხორციელების მიზანს წარმოადგენდა ადრეულ ასაკში ქორწინების მხარდამჭერი მშობლების მოსაზრებების და მათ გადაწყვეტილებებში არსებული სიღრმისეული მიზეზების შესწავლა.