სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი ( CCIIR) არასამთავრობო (NGO) ანალიტიკურ/კვლევით ორგანიზაციაა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, 2005 წლიდან ახორციელებს პროექტებს განათლების მიმართულებით.
CCIIR შეისწავლის განათლების სისტემაში/სფეროში არსებულ პრობლემებსა და შეიმუშავებს რეკომენდაციებს განათლების პოლიტიკის გასაუმჯობესებლად.
ორგანიზაციის მისიაა ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის პროცესს საქართველოში, მათში სახელმწიფო ენის განვითარებას, მათ სამოქალაქო განათლებასა და ჩართულობას სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში.
გარდა ამისა, CCIIR აქტიურად მუშაობს გენდერული თანასწორობისა და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი სასწავლო გარემოს შექმნისათვის სასკოლო და უმაღლესი განათლების საფეხურებზე.
ორგანიზაცია ატარებს სემინარებსა და ვორქშოფებს ბილინგვური სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებში, უზრუნველჰყოფს ინტერკულტურული ურთიერთობების ხელშემწყობი და სტერეოტიპებისაგან თავისუფალი პედაგოგიური მიდგომების განვითარებას.
ამასთან ორგანიზაცია გამოსცემს პოლიტიკის დოკუმენტებს/კვლევის ანგარიშებს, ბილინგვურ საგანმანათლებლო და მეთოდოლოგიურ რესურსებს, ენის სახელმძღვანელოებს, ლექსიკონებს, ჟურნალებს, ელექტრონულ პროდუქტებს და სხვ.
ვებ-პორტალი www.gender.ge შეიქმნა გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და გენდერულად მგრძნობიარე პედაგოგიკის განვითარების ხელშეწყობა.